ჩვენი გუნდი

თამთა თვალავაძე არის დამოუკიდებელი (Freelancer) ჟურნალისტი კავკასიის რეგიონში, თბილისში. ფლობს GIPA-ს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მულტიმედიურ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტში და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში.

ჩართულია GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის აკადემიური პროგრამების კოორდინირებასა და განვითარებაში. აქვს მედია ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მონიტორი, მცირე  დოკუმენტური ფილმების ავტორი. თანამშრომლობს შემდეგ მედია ორგანიზაციებთან: National Geographic Georgia, IWPR (Institute War and Peace Reporting) და საერთაშორისო მულტიმედიურ პლატფორმა CHAI KHANA-სთან.

 

გიორგი ფარქოსაძემ 2015 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მიიღო მაგისტრის ხარისხი მულტიმედიურ ჟურნალისტიკაში. მას რამდენიმე მოკლე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. 2018 წელს გიორგი გახდა კომპანია ლეველ2 ფილმსის თანადამფუძნებელი, რომელმაც პირველი ფილმის „გარაჟებზე“ წარმოება დაასრულა 2018 წლის ნოემბერში. ამჟამად, გიორგი მუშაობს თავის პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე.

2019 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა ქლიქმედია – მულტიმედიური კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდულ საკითხებზე. ქლიქმედია მუშაობს როგორც ლოკალურ, ასევე საზღვრებს შორის პროექტებზე და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედია პარტნიორებთან.

 

თეონა გოდერძიშვილი არის Chai Khana Media-ს სოციალური მედიის მენეჯერი და ფრილანსერი მულტიმედია ჟურნალისტი. თანამშრომლობს საერთაშორისო მედია ორგანიზაცია Orange Magazine-თან. საქართველოში განათლების მიღების შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის პარალელურად კვალიფიკაცია აიმაღლა „რადიო თავისუფლების“ სათაო ოფისში, პრაღაში, სადაც ქართულ ბიუროში გაიარა სტაჟირება. გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში. ამასთან უძღვებოდა ყოველკვირეულ გადაცემას Cross Campus ადგილობრივ რადიო-სადგურ Wired FM-ში. აქვს კრეატიულ ჰაბსა (პორტუგალია) და დოკუმენტური ფილმების პროდაქშენის (ჩეხეთი) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. არის მოკლე დოკუმენტური ფილმის ავტორი.