ჩვენ შესახებ

ClikcMedia მულტიმედიურ ჟურნალისტთა ჯგუფია, რომელიც  ქართულ მედია სივრცეში ამბის თხრობის ახალ ფორმებს ეძებს და იყენებს. ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ქართული საზოგადოების ერთ-ერთი დიდი  ჯგუფის, ახალგაზრდების პრობლემების გამხმოვანებელი და სოციალური მოვლენები მათი თვალთახედვიდან მოგითხროთ.

Clickmedia არის იმ ამბის მთხრობელების სივრცე, რომლებსაც არ ეშინიათ ექპერიმენტებისა და  სიახლეების ძიების. ჩვენ გვჯერა მედიის ძალისა და მნიშვნელობის, ვაღიარებთ დასავლურ მედია სტანდარტებს და ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

ჩვენმა გუნდმა, საქმე მეგობრობად GIPA-ში, თანამედროვე მედიის, მენეჯმენტის, ვიდეო თხრობის ერთად სწავლის პერიოდში აქცია. მეგობრობა საქმედ მოგვიანებით გადავაქციეთ, როდესაც Internews საქართველოს რამდენიმე კონკურსში გავიმარჯვეთ, რაც ClickMedia-ს დაარსების მთავარი ინსპირაცია  გახდა.

 

Clickmedia-ს პარტნიორები არიან: