პროტესტი გაძლებაზე

#გავრილოვისღამიდან ათი დღის შემდეგ გიორგი გახარია ისევ შინაგან საქმეთა მინისტრია. ხელისუფლება მომიტინგეების ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, თუმცა ორი მთავარი პირობა უკვე შესრულებულია. 2020 წელს არჩევნები ბარიერის გარეშე და პროპორციული წესით ჩატარდება და დაკავებული 305 პირი გათავისუფლდა. 

21 ივნისის ღამეს 240 ადამიანამდე დაშავდა, მათ შორის – ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. ორი დაზარალებული მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, კიდევ ოთხის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა; დაშავებულებს შორის მედიის 34 წარმომადგენელი და 80 სამართალდამცავი იყო. ძალოვნებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. დაჭრილი მომიტინგეების ნაწილი ამბობდა, რომ მათ სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს, მათ შორის ე.წ. რაკეტისებრს, დამიზნებით ესროდნენ, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა. 

20 ივნისამდე ერთი დღით ადრე რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა. საპარლამენტთაშორისო მართმადიდებლური ასამბლეაში მონაწილე დელეგაციები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საზეიმოდ გამართულ ვახშამზე მიიწვიეს. საღამოს მთავარი სტუმარი რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი იყო. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, საღამოს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. უკრაინის ელჩმა მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ასამბლეა დილის 9 საათზე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში გაიხსნა. სხდომის წამყვანი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც დაიკავა. 12 საათზე, მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, სხდომაზე პირველი შესვენება გამოცხადდა. ამ დროს საპარალამეტნო ოპოზიციამ პარალმენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და სერგეი გავრილოვს, რუსულ დელეგაციასთან ერთად შენობის დატოვება მოსთხოვა.

საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ პროტესტი მმართველმა პარტიამაც გაიზიარა, გავრილოვმა პარლამენტის შენობა დატოვა. ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი, რუსულ დელეგაციასთან ერთად, სასტუმროდან სახელმწიფო დაცვის სამსახურმა განსაკუთრებული დაცვით გაიყვანა. მომიტინგეებმა რუს დეპუტატს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს. 

დუმის დეპუტატების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. გააუქმა ფრენები, გაამკაცრა კონტროლი საქართველოში წარმოებულ ღვინოზე და საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში დასვენება აუკრძალა.  

აქციის დარბევიდან მეექვსე დღეს ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. პროკურატურამ პარლამენტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკანორ მელიას დასაპატიმრებლად დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა სთხოვა. ერთდღიანი დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” საგამოძიებო უწყების მოხოვნა დააკმაყოფილა. პროკურატურის ვერსიით, მელია ხელმძღანელობდა და მონაწილეობდა პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობაში. 27 ივნისს გამართული სასამართლო განხილვის დროს მოსამართლემ მელია 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა არა – პოლიტიკურს და გამოძიების დასრულებამდე გადადგომას არ აპირებს. უწყებამ ათ სამართალდამცავს ძალის გადამეტებისათვის უფლებამოსილება შეუჩერა. 

#საქართველოსსამსახურში მომიტინგეები ყოველდღე საღამოს 7-საათზე იკრიბებიან.

“თავისუფლების მარში”, 29.06.2019, (გიორგი ფარქოსაძე/ქლიქმედია)
 
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *