გზაჯვარედინი

ასი ათასზე მეტი სტუდენტი ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას. თბილისელი თუ რეგიონელი სტუდენტისთვის ცხოვრების ეს პერიოდი ზღვარია წინსვლასა და  უკან დახევას შორის. უმრავლესობას რთულ პირობებში უწევს ცხოვრება და განათლების მიღება.

პროექტში წარმოდგენილი მასალებით შევეცდებით, ცოტა ხნით თბილისის პრესტიჟულ უბანში, ბაგებში, მდებარე სტუდქალაქში გამოგზაუროთ. აქ ბინის ქირა 30 ლარია.  ფასსა და საცხოვრებელ პირობებს შორის ბალანსი დაცულია.

 ასევე, პროექტიდან გაიგებთ,  რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თბილისში ზრდასრულ ასაკში ოჯახისგან  წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება.

გზაჯვარედინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *